გიორგი კვირიკაშვილი - „ქართული ოცნება“ არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას ნაბიჯები გამთლიანებისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - „ქართული ოცნება“ არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას ნაბიჯები გამთლიანებისთვის

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ჩვენი ქვეყანა იმ საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის, რომლის რესურსიც არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას ქვეყანაში არ გააჩნია – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი და მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ნაბიბჯ-ნაბიჯ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა და დადგეს კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს გაწეული სამუშაო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა ამის შედეგი საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს, მაგრამ მინდა, ჩვენს თითოეულ პარტიულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ რიგებში იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმისათვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმიტომ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ჩვენი ქვეყანა იმ საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის, რომლის რესურსიც არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას ქვეყანაში არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეს გვაკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს გათვლილი და მიმართული იყოს იმისკენ, რომ ჩვენ ნაბიბჯ-ნაბიჯ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ვაშენოთ კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პარტიული მუშაკების მუშაობა და ეფექტურობა, რომლებთანაც ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პარტიულ ორგანოებში არჩეული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოიტანენ თქვენს ტკივილს პარტიის ცენტრალურ მმართველობით ორგანოებში. რა თქმა უნდა, ერთად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ააშენებს იმ კეთილდღეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებსაც თქვენი ტკივილი მოაქვთ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე არაერთი შეხვედრა მქონია ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ფარგლებში მათთან, რათა გადაგვეწყვიტა რეგიონში არსებული რეალური პრობლემები.

მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა თქვენგანმა იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ წარმატებებში, რომლებზეც მე ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რათა ჩვენ ერთობლივად გავაერთიანოთ ის გუნდი, რასაც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა პრემიერმა.