გიორგი კვირიკაშვილი - პასუხისმგებლობა ღირსეულად უნდა ვატაროთ
გიორგი კვირიკაშვილი - პასუხისმგებლობა ღირსეულად უნდა ვატაროთ

დარწმუნებული ვარ, რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, არ იქნება უშედეგო და ამის პასუხისმგებლობა ჩვენ გაგვაჩნია და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ღირსეულად უნდა ვატაროთ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აღინიშნება.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ის სანატრელი საქართველო, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოცნებობდა, როდესაც რეფერენდუმში ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს სრულიად ახალ ტრაექტორიას.

ეს შემდგომში უკვე მრავალი ავბედითი ტალღის საფუძველი გახდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, არ იქნება უშედეგო და ამის პასუხისმგებლობა ჩვენ გაგვაჩნია და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ღირსეულად უნდა ვატაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.