გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით მეტია
გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით მეტია

ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალგაზრდულ ფლანგზე პარტიის პოტენციალი გაცილებით მეტია.

„ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის.

ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება და განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია“, – განაცხადა პრემიერმა.