გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იტყვის
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იტყვის

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იტყვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის.

რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა“, – განაცხადა პრემიერმა.