გიორგი გუგავა -  ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს ის, რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს
გიორგი გუგავა - ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს ის, რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს

ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს ის, რასაც ფიქრობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა არჩევნების წინასწარ შედეგებს.

მისი თქმით, „არჩევნები უნდა ჩაითვალოს ბათილად და ახალი არჩევნები ჩატარდეს“.

„არ შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ ამას. ის ჩატარდა ცემა-ტყეპით, იარაღის გამოყენებით მოსყიდვით, ტოტალური გაყალბებით. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა. არ გვეკუთვნის იმ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც არჩევნებს ასე ატარებენ. ცესკო-მ ბათილად უნდა ცნოს არჩევნების შედეგები და ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. იმ ფაქტების საფუძველზე, რომელიც მრავლად ვნახეთ,მაგალითად,  ოქმები, სადაც ამომრჩეველი არის 60 და „ქართულ ოცნებას“ 360 აქვს მიღებული, იბარტყა, გამოიჩეკა, რა მოხდა? არა მხოლოდ ბათილად იყოს ცნობილი, პასუხისგებაში უნდა იყვნენ დამნაშავეები მიცემული“, – განაცხადა გუგავამ.