გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და განაგრძობს განვითარებას
გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და განაგრძობს განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა.

აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს განვითარებას“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ გვერდზე.