გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი ჩემს საქმეში არ ერეოდა, თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი ჩემს საქმეში არ ერეოდა, თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა

საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის საქმეში, როდესაც პრემიერის პოსტს იკავებდა, არასდროს ჩარეულა.

როგორც გახარია აცხადებს, მას თავისუფლების მაღალი ხარისხი ჰქონდა.

„როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე გავიწიე, არცერთხელ არ მიმიყენებია არც მისთვის და არც ჩემი თავისთვის შეურაცხყოფა და კავშირზე არ გავსულვარ. ბიძინა ჩემს საქმეში არ ერეოდა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ასეთი შემთხვევა არ მქონია და ის, რომ მე ჩემს ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ესეც პასუხი იყო და მივიღე ჩემი გადაწყვეტილება. თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა.  დღეს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს ის განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე,„ აღმერთებდით თუ არა ივანიშვილს, როგორც „ოცნების“ სხვა ლიდერები“, გიორგი გახარიამ უპასუხა. „არ ვაღმერთებდი. მე მის მიმართა პატივისცემა თუ მქონდა, ეს ჩემს მიერ აღიარებული პატივისცემაა“.