გია ვოლსკი - ღმერთმა ნუ ქნას, „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის მართვის საშუალება კიდევ მიეცეს
გია ვოლსკი - ღმერთმა ნუ ქნას, „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის მართვის საშუალება კიდევ მიეცეს

საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია ყავლგასული და მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ადრე „ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა რესურსი, რომ რუსეთისთვის საშუალება მიეცათ, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა, რისი რესურსიც დღეს მათ არ აქვთ.

„ღმერთმა ნუ ქნას, მათ კიდევ მიეცეთ სიტუაციის მართვის საშუალება. ფაქტები მეტყველებენ, რომ მათ დღეს ხელკეტები არ აქვთ და დღეს ჟურნალისტების მიკროფონებით დაგვდევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელკეტების აღების საშუალება ჰქონდეთ. მათ არ აქვთ რესურსი, რომ რუსეთს რამე დამატებითი უპირატესობა მისცენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსები მათ კვლავ მიეცეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიერი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა, სადაც მათ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტეს.

„ძალიან ჩავიკეტეთ ამ პარტიულ ახალგაზრდულ თუ ძველგაზრდულ ფორმატებში. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ჰქვია, ამა თუ იმ ფორმით. ვინ გამოვა და ვინ საწინააღმდეგო აქციას მოაწყობს, ამ ყველაფერს ვერც გააკონტროლებ და ეს არც არის საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.