გერმანიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 323 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 323 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ინფიცირების 5 323 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის ინფექციური დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია.

უკვე მეოთხე დღეა ზედიზედ, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია.
სულ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვმა 113 525 შეადგინა.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილია 266 ადამიანი, მსხვერპლთა საერთო რიცხვი 2 373 შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბაზირებული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებისგან განსხვავდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, გერმანიაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 118 235 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 2 607 ადამიანი.