გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 936 ადამიანი დაიღუპა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 936 ადამიანი დაიღუპა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 936 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ინგლისში ლეტალობის 828 შემთხვევა დაფიქსირდა, უელსში 33, ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთი და შოტლანდიაში 70.

საერთო ჯამში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 7 144-ს მიაღწია. დაავადებულია 56 ათასამდე ადამიანი.