გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა
გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა

გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საკოორდინაციო შტაბი აღნიშნავს, ეს არის 51-ე გაცვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა გაცვლის პროცესში.