ფრონტიდან მობილიზებულების დაბრუნების მოთხოვნით კრემლთან გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს
ფრონტიდან მობილიზებულების დაბრუნების მოთხოვნით კრემლთან გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს

ფრონტიდან მობილიზებულების დაბრუნების მოთხოვნით კრემლთან გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს.

უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მოძრაობის „გზა სახლისკენ“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. აღნიშნული მოძრაობა უკრაინიდან, ფრონტიდან მობილიზებული ნათესავების დაბრუნებას ითხოვს.

უფლებადამცველებისა და მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციაზე დაკავებულების დიდი ნაწილი ჟურნალისტები არიან, მათ შორის „ფრანს პრესისა“ და „შპიგელის“ წარმომადგენლები. ამასთან, გამოცემა SОТА-ს ცნობით, დაკავებული ჟურნალისტები უკვე გაათავისუფლეს.