ფოთში სატვირთო ავტომობილების 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 პირის ანალიზი მოგვიანებით გახდება ცნობილი
ფოთში სატვირთო ავტომობილების 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 პირის ანალიზი მოგვიანებით გახდება ცნობილი

ფოთში, სატვირთო ავტომობილების 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დღეს ლაბორატორიაში კვლევისათვის სულ 243 მძღოლის ნიმუში გაიგზავნა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დანარჩენების პასუხი გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებიან. იმ მძღოლებმა კი, რომლებსაც „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ, ტირ- პარკი უკვე დატოვეს. ველოდებით დანარჩენი მძღოლების ანალიზების პასუხებს. ამის შემდეგ ისინი თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ. საკუთარ სახლებში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს მათ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.