პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყება ვერ ხერხდება. საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაა ასევე კომიტეტების სხდომის დარბაზის გარეთ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობენ, რასაც მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა. დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე