ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის  ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში,  აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. მათ შორის, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან. 

დღესვე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს და ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში და ისაუბროს რეფორმის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.