ფიგურული ციგურაობა | კაზაკოვა-რევიას წყვილი ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ყინულზე მოცეკვავე წყვილები გამოვიდნენ. საქართველოს ღირსებას ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონების, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი იცავდა. რიტმულ ცეკვებში მათი გამოსვლა 68,55 ქულით შეფასდა და მერვე ადგილზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატებზე სენიორთა შორის ნაჩვენებ შედეგებს შორის ეს ამ წყვილის საუკეთესო მაჩვენებელია.