ფერნანდო ალონსო - წასვლა არავის დაუძალებია
ფერნანდო ალონსო - წასვლა არავის დაუძალებია

ფორმულა ერთის ცნობილმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ თავის გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ კარიერას საკუთარი ნებით ასრულებს, და არა იმის გამო, რომ ამას ვინმე აიძულებს.

„მივდივარ იმიტომ, რომ ასე ვთვლი საჭიროდ, და არა იმის გამო, რომ ვინმე ამას მაიძულებს. ფორმულა ერთში უფრო მეტს მივაღწიე, ვიდრე ოდესმე მიოცნებია და ახლა იმის დრო დადგა, რომ სხვა სფეროებშიც მივაღწიო წარმატებებს“, – აცხადებს ესპანელი პილოტი.

37 წლის ალონსომ ეს განცხადება ბოლო დროს გავრცელებული იმ ხმების საპასუხოდ გააკეთა, რომელთა მიხედვითაც, პილოტი კონკურენტუნარიანი ავტომობილით ვერ უზრუნველყვეს და ამის გამო წავიდა.

ალონსოს ახალგაზრდა შემცვლელმა, ესპანელმა კარლოს საინსმა განაცხადა, რომ ასეთი ცნობილი და ძლიერი სპორტსმენის წასვლა ფორმულა ერთისთვის დიდი დანაკარგია.

კარიერის დასრულების შესახებ ფერნანდო ალონსომ მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა.