ფერნანდო ალონსო - ჰამილტონი ყველა დროის ხუთეულშია
ფერნანდო ალონსო - ჰამილტონი ყველა დროის ხუთეულშია

ფერნანდო ალონსო მიიჩნევს, რომ ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის ყველა დროის საუკეთესო პილოტების ხუთეულში შედის.

ჰემილტონი ისტორიაში მესამე ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, თუ კვირას აშშ-ს გრან-პრის მოიგებს და, ამავე დროს, სებასტიან ფეტელი მაქსიმუმ მესამე ადგილს დაიკავებს.

ხუთეულში ალონსომ ასევე მიხაელ შუმახერი, ხუან მანუელ ფანხიო, აირტონ სენა და ალენ პროსტი დაასახელა.

„რთულია სხვადასხვა დროის პილოტები ერთმანეთს შეადარო, მაგრამ თუ ლუისმა, ფანხიოს მსგავსად, მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონობას მიაღწია, ბედნიერი ვიქნები“, – ამბობს ესპანელი, – „მან ნიჭი და სიმტკიცე ბევრჯერ გამოავლინა. როდესაც მანქანა კარგად მუშაობს, ის ყოველთვის იგებს, როდესაც არა – მაინც აჩვენებს თავის ნიჭს, ამის გაკეთება კი დღეს ძალიან რთულია“.

ლუის ჰამილტონი ერთადერთი პილოტია, რომელსაც ფორმულა ერთის ყველა შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, ერთი რბოლა მაინც მოიგო.