„ფაიზერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამლის ავტორიზაციას სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოითხოვს
„ფაიზერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამლის ავტორიზაციას სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოითხოვს

ფაიზერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამლის ავტორიზაციას სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოითხოვს.

ეს განცხადება„ფაიზერის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ კორნუოლში გააკეთა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ ბრიფინგს დაესწრო.

„ჩვენი მეცნიერები მუშაობენ პერორალური პრეპარატზე „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ. პირველი შედეგები იმედისმომცემია. თუ ყველაფერი კარგად წავიდა ჩვენ ავტორიზაციას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოვითხოვთ“, – განაცხადა ბურლამ.

მან ასევე ისაუბრა „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების შესახებ და თქვა, რომ მათი დაკვირვებით, „ფაიზერის“ ვაქცინა დღეს მსოფლიოში გავრცელებული და გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

„ამავე დროს ჩვენ გვაქვს შემუშავებული პროცესი და საჭიროების შემთხვევაში ახალ ვაქცინას 100 დღეში დავამზადებთ“- განაცხადა ბურლამ.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ „ფაიზერის“ ვაქცნის 500 მილიონ დოზას ღარიბ ქვეყნებში გააგზავნის.