ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ვენაში მომხდარ თავდასხმას გმობს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ვენაში მომხდარ თავდასხმას გმობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„სამწუხარო და საშინელია, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ევროპაში. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, მათ მეგობრებთან და ვენის მაცხოვრებლებთანაა. ევროპის მთელ კონტინენტზე ჩვენ ერთად ვდგავართ ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ“ – წერს სასოლი „ტვიტერში“.

ვენაში 2 ნოემბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, 17 კი დაშავდა. ავსტრიის მთავრობა მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.