ესტონეთი-საქართველოს მატჩს მკაცრი ლიტუველი განსჯის - მას რადიუსი დაეხმარება
ესტონეთი-საქართველოს მატჩს მკაცრი ლიტუველი განსჯის - მას რადიუსი დაეხმარება

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის ლიეტუველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარ არბიტრად 32 წლის დონატას რუმშასი დაინიშნა. მისი თანაშემწეები იქნებიან, საინტერესო გვარის მქონე ალექსანდრე რადიუსი, ასევე დოვიდას სუჟდელისი, მეოთხე მსაჯად მანფრედას ლუკიანჩუკასი.

ლიეტუველი მთავარი არბიტრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის მკაცრი მსაჯია, რომელიც ყვითელ-წითელ ბარათებს ხმალივით იქნევს. მან 53 შეხვედრაში ყვითელი ბარათი 263-ჯერ ამოიღო ანუ საშუალოდ მატჩში – 4,96-ჯერ. მოთამაშე მოედნიდან 13-ჯერ გააძევა და 5 პენალტი დანიშნა.

ერთ-ერთი ბოლო მატჩი, რომელიც რუმშასმა განსაჯა, 22 აგვისტოს უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო ავსტრიულ ზალცბურგის „რედ ბულსა“ და ფრანგულ „ლიონს“ (4:3) შორის. ორი წუთის განმავლობაში, მე-8-დან მე-10 წუთამდე ავსტრიელთა კარში სამი პენალტი დანიშნა, მაგრამ „რედ ბულის“ მეკარემ, დანიელ ანტოშმა ფლორენ და სილვას დარტყმები სამჯერვე აუღო!

მე-8 წუთზე მეკარემ დარტყმის დაწყებამდე დატოვა კარი. ეს შენიშნა მეორე მსაჯის თანაშემწემ დოვიდას სუხიდელისმა და მსაჯმა დონატას რამშასმა დანიშნა მეორე პენალტი.