ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია [ვიდეო]

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე დადგება.