ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებაზე კონგრესთან მუშაობს
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებაზე კონგრესთან მუშაობს

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებაზე კონგრესთან მუშაობს,- ამის შესახებ ასშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა კონგრესთან ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის გამოყენებისას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომას, რომელთა მიღებაც შეგვიძლია, რათა საჭიროების შემთხვევაში გავაძლიეროთ ზეწოლა“, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, პუტინი შეეცადა, რუკიდან გაექრო უკრაინა და მისი იდენტობა, მიეკუთვნებინა ის რუსეთისთვის და წარუმატებლობა განიცადა.

„შემდეგ მან მიიტაცა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ტერიტორია და აქაც მარცხს განიცდის, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულებენ უკან დახევას და ათავისუფლებენ პუტინის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. ახლა კი ის ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას – თიშავს დენს, გათბობას, სიბნელესა და სიცივეში ტოვებს უკრაინელ ხალხს, რომელთაც წინ ზამთარი ელით. ეს ნამდვილი ბარბაროსობაა“, – განაცხადა ბლინკენმა.