ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებისთვის ორ ბრიტანელს პატიმრობა მიუსაჯეს
ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებისთვის ორ ბრიტანელს პატიმრობა მიუსაჯეს

ერთ-ერთი ბრიტანული სატელევიზიო ფირმის ორ თანამშრომელს ავიაკატასტროფაში დაღუპული ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფოტოები შერი ბრეიმ და კრისტოფერ ეშფორდმა მორგში გადაიღეს და სოციალურ მედიაში ატვირთეს, რის შემდეგაც კადრები ასიათასობით ადამიანმა ნახა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა ფრანგული „ნანტიდან“ ახალი გადასული იყო პრემიერლიგის კლუბ „კარდიფში“, როდესაც მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლითაც ის საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა, ლა-მანშის სრუტეში ჩავარდა. სალას გარდა, ბორტზე პილოტი დევიდ ებოტი იმყოფებოდა, რომელიც დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.