ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება
ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება

ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება. ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა სოციალურ ქსელ facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო განათავსა.

მუსიკოსი წერს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც „ბლექ სი არენაზე“ მისი ორი შოუა დაგეგმილი, აპრილში ისევ Caesars Palace-ში დაბრუნდება.

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 30 ივნისსა და პირველ ივლისს„ ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ 2017 წლის 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა კონცერტები ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.