ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ დასახლებებში 200-მდე მზის პანელი დამონტაჟდება
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ დასახლებებში 200-მდე მზის პანელი დამონტაჟდება

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ დასახლებებში 200-მდე მზის პანელი დამონტაჟდება. საუბარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროექტზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება უშუქოდ არსებული ოჯახების ინვენტარიზაცია.

დოკუმენტით განისაზღვრა 16 მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი პანელების მაქსიმალური რაოდენობა.

კერძოდ, 65 მზის პანელის დამონტაჟება დუშეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება, 35-ის – გორის მუნიციპალიტეტში, 16-ის – ახმეტის მუნიციპალიტეტში, 12-12-ის – ქობულეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, 10-ის – საჩხერის მუნიციპალიტეტში და ა.შ.