ეკა ბესელია - დაცული იქნება სტანდარტი, რომლითაც საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაციის მიღება შეეძლო
ეკა ბესელია - დაცული იქნება სტანდარტი, რომლითაც საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაციის მიღება შეეძლო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირწმუნება, რომ ის სტანდარტი დაცული იქნება, რომლითაც საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი და მაღალი სტანდარტია, ანუ უკეთესი მიდგომაა, როცა საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ის ინფორმაცია მიიღოს, რისი მიღების შესაძლებლობაც აქვს.

„ზოგადად, ღიაობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ითვლება, როგორც კარგი სტანდარტი ღია მმართველობის თვალსაზრისით. სასამართლო ხელისუფლების შიგნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და შესაძლოა, ისეთი გადაწყვეტილებები და საკითხები იყოს, რომელიც ფარულ კენჭისყრასა და გარკვეულ პროცედურებს მოითხოვდეს, რომელიც სამუშაო რეჟიმში ხდება, მაგრამ საბჭო რა გადაწყვეტილებებს იღებს და რატომ, ამის გაცნობის უფლება საზოგადოებას აქვს.

სტანდარტი, რაც საბჭოს აქვს და რომლითაც, საზოგადოებას ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, ეს სტანდარტი დაცული იქნება. მნიშვნელოვანია, საკითხების გამიჯვნა, თუ რას ეხება ისინი“, – დასძინა ბესელიამ.