ძიუდო | გაიმართა თბილისის გრანდ სლემის წილისყრა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | გაიმართა თბილისის გრანდ სლემის წილისყრა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

24-26 მარტს თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. სასატუმრო „მერიოტში“ გაიმართა შეჯიბრების წილისყრა და გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მეტოქეების ვინაობა.

ტურნირზე 61 ქვეყნის 419 ძიუდოისტი იჭიდავებს, საიდანაც 221 კაცია, ხოლო 198 – ქალი. საქართველოს კაცთა ნაკრებში – 28 ძიუდოისტი, ხოლო ქალებში 12 სპორტსმენი იასპარეზებს.

კაცები:

60 კგ

სამი ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩერთვება. გიორგი სარდალაშვილი იამ ვოლჩაკსა (ისრაელი) და ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავს (მონღოლეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. თემურ ნოზაძე რომარიკ ვენდ-იამ ბოუდასა (საფრანგეთი) როდრიგო კოშტა ლოპესის (პორტუგალია) წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება. ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე ვიჯაი კუმარ იადავსა (ინდოეთი) და ლიორ რაფაილოვს (ისრაელი) შორის გამარჯვებული იქნება.

პირველ ეტაპზე იჭიდავებს საბა გრიგალაშვილი, მისი მეტოქე უზბეკი დოსტონ რუზიევი იქნება.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში ფილიპინელ შუგენ ნაკანოს შეხვდება, გიორგი თუთაშვილი – კვიპროსელ გეორგიოს ბალარჯიშვილს. ლაშა ნადირაძის მეტოქე მეორე ეტაპზე მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლე იქნება, იპოლიტე აქუბარდია კი პირველ რაუნდში ყირგიზ კუბანიჩბეკ ნურგაზი უულუსს დაუპირისპირდება.

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი გრანდ სლემზე მეორე წრეში ჩეხ დანიელ პოჩოპსა და ბერძენ დიმიტრიოს იანოპულოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

გიორგი ტერაშვილი მეორე წრეში აზერბაიჯანელ ნარიმან მირზაიევსა და იტალიელ ედოარდოს შორის გამარაჯვებულთან იჭიდავებს.

მიხეილ ბახბახაშვილი პირველ რაუნდში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს დაუპირისპირდება, ხოლო კოტე კაპანაძე – კანადელ ანტუან ბუშარს.

81 კგ

ზაურ დვალაშვილი მეორე წრეში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან იჭიდავებს, გიორგი ჯაბნიაშვილი კი – გერმანელ ტიმო კაველიუსთან.

დიმიტრი გოჩილაიძე პირველ რაუნდში გერმანიის ნაკრების კიდევ ერთ წევრს, დომინიკ რესელს შეხვდება, ხოლო ლევან გუგავა – ბერძენ ათანასიოს მილონელისს.

90 კგ

ბექა ღვინიაშვილი მეორე რაუნდში ბულგარელ ივაილო ივანოვსა და პოლონელ იაკუბ პანკოვსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ლაშა ბექაურის პირველი მეტოქე ყირგიზ ანარბეკ იშენბაევსა და კანადელ ლუი კრიებერ განონოს შორის უძლიერესი იქნება.

ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ან არამ გრიგორიანს (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), ან ვუგარ ტალიბოვს (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.

უშანგი მარგიანი პირველი წრიდან იასპარეზებს და მისი მეტოქე თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაელ ზგანკი იქნება.

100კგ

ილია სულამანიძე ჩილელ ტომას ბრისენოსა და უზბეკ მუხამადკოდირ მანსუროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ონისე სანებლიძე გერმანელ ფალკ პეტერსილკასა და ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

პირველ წრეში გიორგი ბერიაშვილის მეტოქე ხორვატი მარკო კუმრიჩი იქნება. 19 წლის მიხეილ ჯაფარიძე ასევე ხორვატ ზლატკო კუმრიჩს შეხვდება.

+100 კგ

ირაკლი დემეტრაშვილის მეტოქე პირველ წრეში ლიეტუველი იგნას მესაიუსია.

მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში სამი ქართველი მძიმეწონოსანი – გელა ზაალიშვილი გერმანელ ლოსენი კონესა და ყაზახ გალიმჟან კრიკბაის შორის გამარჯვებულს შეხვდება. გურამ თუშიშვილის მეტოქეს ყაზახ ჟამბილ ტურგინალიევსა და თურქ მუნირ ერტუგის შეხვედრა გამოავლენს. საბა ინანეიშვილი სამხრეთკორეელ სეუნგიეობ ლისთან იჭიდავებს.

ქალები:

48 კგ

ამ წონაში ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ნატალია ყიფშიძე მილიცა ნიკოლიჩს (სერბეთი) შეხვდება.

52 კგ

მარიამ ფოცხვერაშვილის მეტოქე ამერიკელი მალია სობერანო იქნება, ელენე წიკლაური — ფრანგ ჟული ვეილ დიტ მორის, ხოლო მარი მახარაშვილი ყაზახ ტოლგანაი აბეუოვას შეხვდება.

57 კგ

საქართველოს ქალთა ნაკრებს ყველაზე მეტი წარმომადგენელი 57 კილოგრამში  ჰყავს. ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ეთერ ლიპარტელიანი დიდ ბრიტანელ ნეკოდა სმით-დევისს შეხვდება. ნინო წიკლაური ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლელე ნაირნეს დაუპირისპირდება, ნინო ლოლაძე — იჩინხორლოო მუნხცედევს (მონღოლეთი), გვანცა მჭედლიშვილი კი რაფაელ სილვას (ბრაზილია) შეხვდება.

63 კგ

ეთერ ასკილაშვილის პირველი მეტოქე ლუსი რენშალი (დიდი ბრიტანეთი) იქნება, ნინო გეთიაშვილი კი ფრანგ გაეტან დებერდტს შეხვდება.

70 კგ

რეგინა უთნელიშვილი პირველ შეხვედრას ქეით-ჯემიმა იეტს-ბრაუნის (დიდი ბრიტანეთი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

+78 კგ

დაბოლოს, საქართველოს ქალთა ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი სოფიო სომხიშვილი პირველ შეხვედრაში ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს გრანდ სლემი. „თბილისი არენა“. 24-26 მარტი 

შეჯიბრების განრიგი

24 მარტი

09:30 – წინასწარი შეხვედრები

17:00 – ფინალური ბლოკი

25 მარტი

10:00 – წინასწარი შეხვედრები

17:00 – ფინალური ბლოკი

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები

17:00 ფინალური ბლოკი

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 14 მედალი მოიპოვეს. ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი იყო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მოიპოვეს.