დონალდ ტრამპი - ჩვენ ვეხმარებით უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით, ვიდრე ნატო, ისევე უნდა გადაიხადოს ნატო-მ, როგორც ჩვენ, თუ არა, მაშინ - ამერიკა უპირველეს ყოვლისა
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვეხმარებით უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით, ვიდრე ნატო, ისევე უნდა გადაიხადოს ნატო-მ, როგორც ჩვენ, თუ არა, მაშინ - ამერიკა უპირველეს ყოვლისა

ჩვენ ვეხმარებით უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით, ვიდრე ნატო. ისევე უნდა გადაიხადოს ნატო-მ, როგორც ჩვენ, თუ არა, მაშინ – ამერიკა უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ნატო-ს წევრები სამართლიან წილს იხდიდნენ, მაგრამ ახლა მათ არავინ ეუბნება, რომ გადაიხადონ და ისევ ძველ გზას დაუბრუნდნენ.

„ჩვენ ვეხმარებით უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით, ვიდრე ნატო. ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც პატივს სცემენ და დაჟინებით ცდილობენ ჩვენზე გაცილებით ნაკლების გადახდას. ნატო-მ ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც ჩვენ და ახლავე. ისინი ამას გააკეთებენ, თუ სწორად სთხოვენ, თუ არა, მაშინ – ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.