„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დაბომბავდა
„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დაბომბავდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დაბომბავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში ჩინეთსაც დაბომბავდა, რამაც დონორები გააკვირვა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს ტრამპი, ზოგადად, საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე და იმ თემებზე, რომლებსაც მიტინგებზე განიხილავს, კერძოდ, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ზოგიერთ მთავარ დონორს ნიუ იორკის სასტუმროში მიმდინარე თვის დასაწყისში შეხვდა.