დევიდ ქემერონი - საუბარი უნდა შევწყვიტოთ ჩიხზე და იმაზე, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს
დევიდ ქემერონი - საუბარი უნდა შევწყვიტოთ ჩიხზე და იმაზე, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ჩიხზე და იმაზე, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

ქემერონის თქმით, ლონდონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანოს.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე განიცადა უზარმაზარი სტრატეგიული მარცხი. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ჩიხზე და იმაზე, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს“, – განაცხადა ქემერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ეკონომიკა 25-ჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას, ასე რომ, მას შეუძლია, თქვას, რომ დრო მათ მხარესაა და არა პუტინის მხარეს.

ქემერონმა აღნიშნა, რომ შეეცდება, ეს გზავნილი დონალდ ტრამპს გადასცეს, თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება.

„ეს ჰგავს 1930-იან წლებს, როდესაც ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი, რათა შეგვეჩერებინა ნაცისტური გერმანიის აგრესია. პუტინის შეჭრა უკრაინაში ერთი სახელმწიფოს მეორეში შეჭრის ყველაზე საშინელი მაგალითია“, – განაცხადა ქემერონმა.