დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ჭედიას, შუშის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლ ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

10:30 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება თემქის დასახლების XI მიკრორაიონში, თემქის დასახლების III კვარტლში, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლებში, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლებში, ავშნის, ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩებზე.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ცაბაძის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ნაწილიბრივ შეეხება ყიფშიძის ქუჩას.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, აბაშიძის და რადიანის ქუჩებზე.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების აბონენტებს.

საბურთალოს რაიონში, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს დენის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ იოსელიანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩებს.

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის, შალვა დოლიძის, გუდარეხის, ნინიძის, დიდგორის, სახალხოს, ლერწმის, ხევის, ჩარხის, დოდაშვილის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, მეველეს, სამგორის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 14 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თავისუფლების მოედნის და ლეონისძის ქუჩის (ნაწილობრივ) აბონენტებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.