დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის” ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„გლდანის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფეიქრების, ილია ვეკუას, ხიზამბავრის და ხიზამბარლის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე არჩილის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გვირილების და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ჭიჭინაძის, ენგურჰესის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მოსტკოვის, მებაღეობის, ჯავახეთის და თურაშაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მექანიზაციის, იფნევის, გოგაშენის, დვირის, ედისის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ვაზიანის, ჟველაურის, ზვარეთის, არალეთის, თორნიკე ერისთავის, მოლითის და კვერნაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ კომპანია “თელასში”.