დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს საზღვართან მოხდა

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, დღეს მიწისძვრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა. დაზუსტდა მიწისძვრის სიძლიერეც – 3.7 მაგნიტუდა. ბიძგები 21:34 საათზე დაფიქსირდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე, ყვარელთან მოხდა, თუმცა ეპიცენტრი მოგვიანებით დაზუსტდა. ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.