დავით ხაჯიშვილი - საპროტესტო აქციის ორგანიზატორი არის საზოგადოება, მათ ჩვენ მხოლოდ ვუერთდებით, ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან ამას ახალგაზრდები კარგად აკეთებენ
დავით ხაჯიშვილი - საპროტესტო აქციის ორგანიზატორი არის საზოგადოება, მათ ჩვენ მხოლოდ ვუერთდებით, ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან ამას ახალგაზრდები კარგად აკეთებენ

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი არის საზოგადოება, მათ ჩვენ მხოლოდ ვუერთდებით. ჩვენს ადამიანურ რესურს გამოვიყენებთ, რათა ეს აქციები უფრო მძლავრი გახდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციების ორგანიზაციულ საკითხებში არ მონაწილეობენ.

„ჩვენ შეიძლება, ერთ-ერთი მონაწილე და თანაორგანიზატორი ვიყოთ და არა მთავარი ორგანიზატორი, ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით. დიახ, ბიძინა ივანიშვილის პარტია ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს, როცა „რუსულ კანონს“ იღებს. დასავლელი და ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, თუ კანონს მივიღებთ, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ იქნება. ეს კანონი ქვეყანამ არ უნდა მიიღოს. ჩვენ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან ამას ახალგაზრდები კარგად აკეთებენ. ჩვენ არ გვინდა, ახალგაზრდების ამ ბრძოლაში ჩავერიოთ და პროცესი დავაზიანოთ. ჩვენი ჩარევა და ამით სარგებლობა გინახავთ? ახალგაზრდები თავიანთი დინებით და თვითორგანიზებით მოდიან“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.