დავით ბაქრაძე - ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ველოდებით ცესკო-ს საბოლოო გადაწყვეტილებას
მადლობას ვუხდი ამომრჩეველს, გაზრდილი რისკის პირობებშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა რისკის შემცველია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი იყო მძიმე, რომელიც დარღვევებს შეიცავდა.
„მადლობა ამომრჩეველს, გაზრდილი რისკის პირობებშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა რისკის შემცველია. საარჩევნო პროცესი იყო მძიმე და მძიმე დარღვევებს შეიცავდა. შუა პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა მოსყიდვა, ზეწოლა, უკან გადადგმული ნაბიჯია. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ველოდებით ცესკო-ს საბოლოო გადაწყვეტილებასა და საბოლოო შეფასებას ამის შემდეგ გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.