დაჩი ცაგურია - ხომ არ დაავიწყდა ეკა ხერხეულიძეს, საპატიმროში ჩემს დასამცირებლად, შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა და მეუბნებოდა, დიახაც, საცემი იყავიო
დაჩი ცაგურია - ხომ არ დაავიწყდა ეკა ხერხეულიძეს, საპატიმროში ჩემს დასამცირებლად, შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა და მეუბნებოდა, დიახაც, საცემი იყავიო

ხომ არ დაავიწყდა ეკა ხერხეულიძეს, საპატიმროში ჩემს დასამცირებლად, შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა და მეუბნებოდა, დიახაც, საცემი იყავიო, – ამის შესახებ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა ვნახე, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არსებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, თავი მქონდა რამოდენიმე ადგილას ცემისგან გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომბუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა. ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკად სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ, რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდეგ საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება, რომ დიახაც, საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს! არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო. დიახაც „უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო“ გამიმეორა რამოდენიმეჯერ… ახლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის?

საპატიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალი, ხომ არ დაავიწყდა?“ – წერს დაჩი ცაგურია „ფეისბუქში“.