ჩინეთში მიწისძვრამ ქვათაცვენა გამოიწვია
ჩინეთში მიწისძვრამ ქვათაცვენა გამოიწვია

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, გუანსი-ჩუანის ავტონომიურ ოლქში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

ბიძგებმა ქვათაცვენა გამოიწვია, რის გამოც ქალაქ ცზინსის ერთ-ერთი გზა ჩაიხერგა.

სეიმსოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ვიეტნამშიც.