ჩინეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს და მისი განცხადება მედიაში არასწორად გავრცელდა
ჩინეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს და მისი განცხადება მედიაში არასწორად გავრცელდა

პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელმა, გაო ფუმ თქვა, რომ ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ქვეყანა ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს.

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვაქცინის პროცესის „ოპტიმიზაციის“ ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს დოზების რაოდენობის შეცვლას და დროის ხანგრძლივობას.

როგორც გაო ფუმ აღნიშნა, მისი განცხადება, თითქოს ადგილობრივ ვაქცინებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაბალი ეფექტურობა აქვს, არასწორად იქნა განმარტებული.

„მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტურობა – ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა“, – განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა.