ჩემპიონთა ლიგა, II ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, II ტური - E ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* ჩელსის შვიდჯერ უთამაშია რუსული კლუბების წინააღმდეგ და ექვსი მოგება აქვს, აქედან ხუთიდან ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე.

* ჟორჟინიომ ბოლო ოთხი პენალტიდან ორი გააფუჭა.

* ტიმ ვერნერს ჩემპიონთა ლიგაზე რვა გოლი აქვს გატანილი და ყველა გასვლით მატჩებში.

* ჰაკიმ ზიეჩს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 მატჩში 13 გოლში აქვს მოღებული მონაწილეობა – ექვსი გოლი და შვიდი პასი.

* სევილიას პირველ ტაიმში 14 დარტყმა ჰქონდა – ეს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის რეკორდია.

* პეპე რეინამ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მეოთხე გუნდის რიგებში ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე უფრო მეტი გუნდი კარიერაში მორგან დე სანკტისს ჰქონდა – სევილია, მონაკო, ნაპოლი, უდინეზე, რომა).

* რუსულმა გუნდებმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი წააგეს საკუთარ მოედანზე – სამიდან სამი.

* კრასნოდარისა და ჩელსის შეხვედრას 10 554 მაყურებელი ესწრებოდა.

* სევილიას ევროტურნირებზე შინ 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

კრასნოდარი-ჩელსი 0:4

გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (37), 0:2 ვერნერი (76-პენ), 0:3 ზიეჩი (79), 0:4 პულიშიჩი (90)

მე-14 წუთზე ჟორჟინიომ ვერ გამოიყენა პენალტი

კრასნოდარი (4-2-3-1): საფონოვი – სმოლნიკოვი, და სილვა პანტალეო, მარტინოვიჩი, ჩერნოვი – უტკინი (74. სულეიმანოვი), ვილენა – ოლსონი (82. სპერტსიანი), გაზინსკი, რამირესი – ბერგი (87. საბუა).

ჩელსი (4-2-3-1: მენდი – ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ზუმა, ჩილველი (81. ემერსონი) – ჟორჟინიო (71. მაუნტი), კოვაჩიჩი (71. კანტე) – ზიეჩი (81. აბრაჰამი), ჰადსონ-ოდოი (71. პულიშიჩი), ჰავერცი – ვერნერი.

სევილია-რენი          1:0

გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (56)

სევილია (4-3-3): ბონო – ხესუს ნავასი, დიეგო კარლოსი, კუნდე, აკუნია – ჯორდანი (89. გუდელი), ფერნანდო, ტორესი (76. რაკიტიჩი) – ოკამპოსი, ლ. დე იონგი (85. ენ ნესირი), ელ ჰადადი (85. ფასკესი).

რენი (4-3-3): გომისი – ტრაორე, და სილვა, რუგანი (17. აგერი), სოპი (77. დალბერი) – გრენიე (78. დელ კასტილიო), მარტინი, ბურიჟო (49. ლეა) – დოკუ, გირასი, ტერიერი.

  1. ჩელსი – 4 (4-0)
  2. სევილია – 4 (1-0)
  3. რენი – 1 (1-2)

4. კრასნოდარი – 1 (1-5)