ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე დარტყმები ადასტურებს, რომ უკრაინა ინარჩუნებს ინიციატივას
ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე დარტყმები ადასტურებს, რომ უკრაინა ინარჩუნებს ინიციატივას

რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე დარტყმები ადასტურებს, რომ უკრაინა ინარჩუნებს ინიციატივას, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, რომელიც კიევში იმყოფება.

„ჩვენ განვიხილეთ ახალი სამხედრო დახმარების ვალდებულებები, რომლებიც ავიღეთ, რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას და მხარდაჭერას ზამთარში. შავი ზღვის ფლოტზე ბოლო დარტყმები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უკრაინა ინარჩუნებს ინიციატივას“, – აღნიშნა რადაკინმა.

მისივე თქმით, პუტინმა დაკარგა კონტროლი მის მიერ დაწყებულ ომზე.

„ამ ვიზიტმა, ზაფხულში ჩემს სხვა ვიზიტებთან ერთად, გამიმყარა რწმენა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, დიდი ბრიტანეთი კი მის გვერდით დადგება ყოველ ნაბიჯზე“, – განაცხადა რადაკინმა.