ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონის მდგომარეობა უმჯობესდება
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, – ეს განცხადება ქვეყნის კულტურის მინისტრმა, ოლივერ დოუდენმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება. წამოდგა და ექიმებთან კომუნიკაცია ჰქონდა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

55 წლის ბორის ჯონსონი წმინდა ტომასის საავადმყოფოში კვირას მაღალი სიცხით გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერს ჟანგბადოთერაპია უტარდება, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ არის.