ბრაზილიაში საფეხბურთო კონფედერაციამ გაათანაბრა ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების ხელფასები
ბრაზილიაში საფეხბურთო კონფედერაციამ გაათანაბრა ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების ხელფასები

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი ოდენობის ხელფასი გადაუხადოს ბრაზილიის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების მოთამაშეებს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა როჟერიო კაბოკლომ გამოაცხადა.

„მომავალ წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ქალი ფეხბურთელები იგივე ბონუსებს მიიღებენ, როგორც მამაკაცები. ამიერიდან აღარ იქნება გენდერული განსხვავებები, რადგან ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას მამაკაცებისა და ქალების მიმართ ერთნაირი მიდგომა აქვს“, – განაცხადა კაბოკლომ.

დავამატებთ, რომ ეს არის ფეხბურთში გენდერული თანასწორობის მეორე შემთხვევა ავსტრალიის შემდეგ.