ბოლო მონაცემებით, ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე სასწრაფო დახმარება 16 ადამიანს დასჭირდა
ბოლო მონაცემებით, ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე სასწრაფო დახმარება 16 ადამიანს დასჭირდა

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფს გუშინ და დღეს 16-მა ადამიანმა მიმართა, – ამის შესახებ 1tv.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხუთი პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც ორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სასწრაფო დახმარება, უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ხუთი ეკიპაჟი, ორი რეანომობილი, სამი სამედიცინო პუნქტი და ხუთი პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფი.