ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობა უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან.

მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ დეგუში, რომელიც სამხრეთ კორეაში ვირუსის ეპიცენტრად ითვლებოდა.

საერთო ჯამში, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 10 423-ია.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალური დისტანცია სულ მცირე 19 აპრილამდე შეინარჩუნონ.