ბოლივიაში ავტობუსების შეჯახების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ბოლივიაში ავტობუსების შეჯახების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ბოლივიაში ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.

ავტოკატასტროფა ორუროსა და პოტოსის დეპარტამენტების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსები ერთმანეთს პირისპირ შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.