„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდება
„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ ორბანის და ტრამპის შეხვედრა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გაიმართება.

როგორც წყარო „ბლუმბერგს“ უყვება, ამ შეხვედრას არაფორმალური სახე ექნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ორბანმა რამდენიმე ვიზიტი განახორციელა. თავდაპირველად უნგრეთის ლიდერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა, შემდეგ კრემლში ვლადიმერ პუტინთან გამართა მოლაპარაკება და ჩინეთში სი ძინპინთან შესახევდრად გაემგზავრა.