ბექა დავითულიანი - ოპოზიცია ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე ახერხებს, მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევა მოათხოვინოს, ამას თუ გავაკეთებთ, ევროკავშირში ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება
ბექა დავითულიანი - ოპოზიცია ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე ახერხებს, მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევა მოათხოვინოს, ამას თუ გავაკეთებთ, ევროკავშირში ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება

ოპოზიცია ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე ახერხებს, მათ ჩვენთვის კანონის უზენაესობაში ჩარევა და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევა მოათხოვინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არ უნდა მოხდეს, რადგან ამ შემთხვევაში, ევროკავშირში საქართველოს ადგილი არ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მყოფ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების 0,6 პროცენტი იყო გამამართლებელი და მაშინ ამ ქვეყანას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა კი, როცა ეს მაჩვენებელი კარდინალურად შეცვლილია, სასამართლოში მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია, ბევრად თავისუფალი, დემოკრატიულია, ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა სასამართლოს პრობლემა ახლა დაინახეს და მაშინ ვერ ხედავდნენ. ამასაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საქმეებში ხედავენ, რომელთაც სასჯელი სამართლიანად მიესაჯათ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. რამდენიმე ევროპარლამენტარი მფარველობს კრიმინალებს. ცალკეული პარლამენტარები ან ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები ამას არ უნდა გთხოვდნენ, თუმცა ეს ხდება ხოლმე. ჩვენი ოპოზიცია ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების დონეზე ახერხებს, რომ მათ ჩვენთვის კანონის უზენაესობაში ჩარევა და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევა მოათხოვინოს, რაც დაუშვებელია და არ უნდა გავაკეთოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ევროკავშირში ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.