ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვლოცულობთ დონალდ ტრამპის უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვლოცულობთ დონალდ ტრამპის უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ნეთანიაჰუს თქმით, თავის მეუღლე და თავად შოკირებული იყვნენ დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.

„მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის“, -წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.