„ბარსელონამ“ დაიქირავა ფირმა ხელფასების შემცირებაზე საკითხის მოსაგვარებლად
„ბარსელონამ“ დაიქირავა ფირმა ხელფასების შემცირებაზე საკითხის მოსაგვარებლად

„ბარსელონას“ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა აღნიშნა, რომ კლუბი არ განიხილავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალ ფეხბურთელებში ფულის დახარჯვას. კატალონელები იმედოვნებენ ფინანსური დანახარჯების მაქსიმალურად შემცირებას.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ სატრანსფერო ნაბიჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადავდგათ, თუ მოთამაშე ჩვენთან უფასოდ მოვა. ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს გავყიდით.

ჩვენი შემოსავლები, შესაძლოა, 300 მილიონამდე დაეცეს. და თუ ჩვენ გავხსნით სტადიონს მაყურებლებისთვის, მაშინ ეს ვარდნა ისეთი შესამჩნევი არ იქნება.

რაც შეეხება ხელფასების შემცირებას, ჩვენ არ გვინდა ვინმეს ფული წავართვათ. უბრალოდ, გვინდა სრული ხელფასები გადავიხადოთ მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იქნება. და ჩვენ მოვიწვიეთ კომპანია, რათა ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, კლუბმა ბოლომდე უნდა დაიცვას თავი. არ ვაზუსტებ მესისთან დაკავშირებით, რადგან ჯერ საჭიროა მოლაპარაკებების დასრულება. რაც დღეისთვის გვაქვს, ეს არის მესისა და მისი წარმომადგენლების კარგი განწყობა. ჩვენ ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი გვაქვს ევროპაში“, – თქვა ტუსკეტსმა.